← All roles

SEO / SEM Mentor GEO

Academyofdigitalindustries

MarketingTbilisi, Tbilisi, GeorgiaApply directly

About the role

ADI-ის შესახებ

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.

დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

როლის მოკლე აღწერა

ვეძებთ SEO/SEM-ის მენტორს, რომელსაც აქვს ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისა და საძიებო რეკლამის მიმართულებით და შეუძლია საკუთარი პროფესიული გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების სტუდენტებისთვის გაზიარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც აქვს რეალურ კომპანიებთან, ბრენდებთან ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება და კარგად ესმის, როგორ გამოიყენება SEO და SEM ბიზნესის მიზნების მისაღწევად. ორგანული ტრაფიკისა და ხილვადობის ზრდიდან, ლიდებისა და კონვერსიების გენერირებამდე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ონლაინ და ოფლაინ ვორქშოფების ჩატარება დეტალური სილაბუსის მიხედვით;
  • SEO/SEM-ის მიმართულებით პრაქტიკული ცოდნისა და რეალური სამუშაო გამოცდილების გაზიარება;
  • SEO-სა და SEM-ის ძირითადი ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების სწავლება;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება SEO/SEM პროცესების გასაუმჯობესებლად;
  • რეალური ქეისებისა და პრაქტიკული მაგალითების გამოყენება სწავლების პროცესში;
  • სტუდენტების მხარდაჭერა, უკუკავშირის მიცემა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • პოზიტიური, ინკლუზიური და ინტერაქციული სასწავლო გარემოს შექმნა;
  • SEO/SEM და AI სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და თანამედროვე მიდგომების სწავლების პროცესში ინტეგრირება.

Apply directly

Goes to the company’s own posting. No account needed.

Apply directly →

Want an insider here?

No Academyofdigitalindustries employee has joined Vochure yet. Tell us you want one and we'll email you if that changes — no referral is promised in the meantime.

Sign up to ask

Tailor your résumé

AI

Rewrites your existing résumé for this role — reorders and re-words what you already have. It never adds experience you didn't list.

Log in to tailor