← All roles

Sales Development Representative GEO

Academyofdigitalindustries

SalesTbilisi, Tbilisi, GeorgiaApply directly

About the role

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.

დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

პოზიციის შესახებ

დღეს ჩვენ ციფრული პროფესიონალების მომავალ თაობას ვზრდით: მარკეტერებს, დიზაინერებს, პროგრამისტებს და კრეატორებს, რომლებიც არა მხოლოდ დასაქმებაზე არიან ორიენტირებულნი, არამედ სურთ იყვნენ საუკეთესოები საკუთარ საქმეში.

ADI-ში გაყიდვები არ არის მხოლოდ სკრიპტების კითხვა — ეს არის ნამდვილი საუბრები, ღირებულების გადმოცემა და ადამიანური კავშირი. ვეძებთ Sales Development Representative-ს (SDR), რომელიც დაეხმარება მეტ ადამიანებს აღმოაჩინონ, რას შეიძლება გაუხსნას ADI მათ ცხოვრებაში.

თქვენ იქნებით პირველი კონტაქტი იმ ადამიანებისთვის, ვინც არის ამბიციური, ცნობისმოყვარე ან უბრალოდ ცვლილების მაძიებელი , თქვენი ამოცანაა დაეხმაროთ მათ დაინახონ შესაძლებლობები.

თუ მუშაობდით ქოლ-ცენტრში, გაყიდვების გუნდში ან სწრაფი ტემპის გარემოში და მოგწონთ კომუნიკაცია ადამიანებთან ,აქ თავს კომფორტულად იგრძნობთ.

ჩვენ ვქმნით გაყიდვების კულტურას, რომელიც არის ამბიციური, მაგრამ ადამიანური; დისციპლინირებული, მაგრამ მხარდამჭერი.

მთავარი ვალდებულებები

  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია სხვადასხვა არხით (ტელეფონი, მესიჯი, მეილი) დროული, მეგობრული და პროფესიონალური პასუხები ყველა შეტყობინებაზე;
  • ლიდების ეფექტური დამუშავება და CRM-ში ზუსტი მონაცემების რეგისტრაცია;
  • დაინტერესებული მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება აკადემიის კურსებისა და სერვისების შესახებ;
  • კლიენტის საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება (აპსელინგი, ქროსსელინგი, სპეციალური პაკეტები);
  • გარიგებების დახურვა და გაყიდვების რაოდენობრივი მიზნების შესრულება;
  • აქტიური მონაწილეობა გუნდურ გაყიდვებში და საერთო მიზნების მიღწევაში;
  • არსებული სტუდენტების პორტფოლიოს მართვა — დამატებითი კურსების შეთავაზება და ინტერესის შენარჩუნება;
  • მარკეტინგისა და პროდუქტის გუნდთან თანამშრომლობა კურსების სიახლეების, ტენდენციებისა და სტრატეგიების გასაზიარებლად;
  • მაღალი კლიენტური კმაყოფილების უზრუნველყოფა და გაყიდვების პაიპლაინის ეფექტური მართვა;
  • გაყიდვების მენეჯერის დავალებების დროული შესრულება;
  • ახალი და არსებული კლიენტებისგან გადახდების დროული უზრუნველყოფა.

Apply directly

Goes to the company’s own posting. No account needed.

Apply directly →

Want an insider here?

No Academyofdigitalindustries employee has joined Vochure yet. Tell us you want one and we'll email you if that changes — no referral is promised in the meantime.

Sign up to ask

Tailor your résumé

AI

Rewrites your existing résumé for this role — reorders and re-words what you already have. It never adds experience you didn't list.

Log in to tailor