← All roles

Copywriter GEO

Academyofdigitalindustries

MarketingTbilisi, Tbilisi, GeorgiaApply directly

About the role

Academy of the Digital Industries

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.

დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

ქოფირაითერი / კონტენტ რაითერი

როლის მთავარი ამოცანაა, შექმნას საინტერესო კონტენტი, რომელიც მიიპყრობს აუდიტორიის ყურადღებას, გაზრდის ბრენდის ცნობადობასა და გაყიდვებს.

კონტენტ მენეჯერთან მჭიდრო კოლაბორაციით, ის იმუშავებს გრაფიკულ დიზაინერებსა და პროდაქშენის გუნდთან ერთად.

კომპანია ეძებს კრეატიულ და გამოცდილ კადრს, რომელსაც შეუძლია შექმნას დამაჯერებელი კონტენტი და მოამზადოს საჭირო ქოფი სოციალური ქსელებისთვის, სარეკლამო კამპანიებისთვის, მეილებისთვის, ვიდეო სკრიპტებისთვის, ბლოგებისა და ვებსაიტისთვის. მისი მიზანი იქნება, მარკეტინგის გუნდთან ერთად შექმნას კონტენტი, რომელიც რეალურ შედეგს მოიტანს.

ძირითადი მოვალეობები

  • შემოქმედებითი დავალებების (ბრიფების) მიხედვით ციფრული კამპანიების ქოფის მომზადება სხვადასხვა არხებისთვის
  • კონტენტის შექმნა სოციალური მედიის, რეკლამების, ელფოსტის, ბლოგების, ვიდეო სკრიპტებისა და Landing Page-ებისთვის
  • დიზაინერებთან და UX/UI გუნდთან თანამშრომლობა ერთიანი ვიზუალური და ტექსტური კონცეფციის შესაქმნელად.
  • ტექსტების SEO ოპტიმიზაცია და ეფექტური ქოლ-თუ-ექშენების (CTA) მომზადება ლიდების გენერირებისთვის.
  • სათაურებისა და სარეკლამო ქოფის A/B ტესტირება და შედეგების ანალიზი.
  • ტექსტების რედაქტირება, გრამატიკისა და ბრენდის Tone of voice-ის კონტროლი.
  • ახალი კრეატიული იდეების გენერირება და კონტენტ სტრატეგიის განვითარება.

Apply directly

Goes to the company’s own posting. No account needed.

Apply directly →

Want an insider here?

No Academyofdigitalindustries employee has joined Vochure yet. Tell us you want one and we'll email you if that changes — no referral is promised in the meantime.

Sign up to ask

Tailor your résumé

AI

Rewrites your existing résumé for this role — reorders and re-words what you already have. It never adds experience you didn't list.

Log in to tailor