Product Owner Mentor GEO
Academyofdigitalindustries
About the role
ADI-ის შესახებ
ციფრული ინდუსტრიის აკადემია ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის - ადგილობრივ ბაზარზე ციფრული ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადასაჭრელად.
2018 წელს თბილისში დაწყებული პატარა ინიციატივა დღეს უკვე წარმოადგენს გლობალურ EdTech პლატფორმას, რომელსაც ჰყავს 30,000-ზე მეტი კურსდამთავრებული.
2023 წლიდან Tether-თან პარტნიორობით, ჩვენი მისია გაფართოვდა და ახლა გლობალურად ვეხმარებით ადამიანებს მიიღონ პრაქტიკული განათლება და დაიწყონ კარიერა ციფრულ სფეროში.
Სამუშაო აღწერილობა
ვეძებთ Product Owner-ის მენტორს, რომელსაც აქვს ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება პროდუქტის მართვისა და განვითარების მიმართულებით და შეუძლია საკუთარი პროფესიული გამოცდილების სტუდენტებისთვის გაზიარება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც კარგად ესმის Product Owner-ის როლი რეალურ სამუშაო გარემოში პროდუქტის ხედვისა და მიზნების განსაზღვრიდან, მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და პრიორიტეტიზაციის პროცესიდან, გუნდის კოორდინაციასა და პროდუქტის განვითარებამდე.
ძირითადი მოვალეობები
- ცოდნის გაზიარების, მენტორობისა და სტუდენტებთან ურთიერთობის სურვილი;
- ონლაინ და ოფლაინ ვორქშოპების ჩატარება სილაბუსის მიხედვით, რომელიც მოიცავს აქტიურ დისკუსიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას;
- სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა და განვითარება საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;
- რეალური სამუშაო ქეისების, მაგალითებისა და პროდუქტის განვითარების პროცესში მიღებული გამოცდილების გაზიარება;
- სტუდენტებისთვის Product Owner-ის ძირითადი პასუხისმგებლობების, სამუშაო პროცესებისა და თანამედროვე ინსტრუმენტების პრაქტიკულად გაცნობა;
- AI ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება Product Owner-ის ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ შორის პროდუქტის კვლევის, იდეების გენერირების, მომხმარებლის საჭიროებების ანალიზის, დოკუმენტაციის, მოთხოვნების ჩამოყალიბებისა და სხვა პროცესების გასაუმჯობესებლად;
- სტუდენტებისთვის AI-ის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გაცნობა და პასუხისმგებლიანი გამოყენების პრაქტიკის გაზიარება;
- სტუდენტების მხარდაჭერა პრაქტიკული დავალებებისა და პროექტების შესრულების პროცესში;
- სტუდენტებისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- აქტიური, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნა;
- სტუდენტების ჩართულობისა და დისკუსიაში მონაწილეობის წახალისება;
- სფეროში არსებული სიახლეებისა და თანამედროვე მიდგომების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში მათი ინტეგრირება;
- ვორქშოპების ფარგლებში ინოვაციური და კრეატიული აზროვნების წახალისება.
Want an insider here?
No Academyofdigitalindustries employee has joined Vochure yet. Tell us you want one and we'll email you if that changes — no referral is promised in the meantime.
Sign up to askTailor your résumé
AIRewrites your existing résumé for this role — reorders and re-words what you already have. It never adds experience you didn't list.
Log in to tailor